მალაიზია, რომელმაც 2007 წელს დამოუკიდებლობის 50 წლისთავი აღნიშნა, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ტურიზმის ერთერთ ამომავალ ვარსკვლავს წარმოადგენს, ეს არის ერი, რომელიც ესწრაფვის მომავალს, მაგრამ ამავდროულად არ კარგავს თავის წარსულს.
ტროპიკული კუნძულის კურორტებსა და უსასრულო, თეთრ, ქვიშიან სანაპიროებს სამოთხის ელფერი გასდევთ, მაშინ როდესაც თბილი, მარჯნისფერი ზღვის ქვეშ საუკეთესო ადგილები მოგელით დაივინგისათვის. ორანგუტანგები, მსოფლიოში უძველესი ტროპიკული ტყე, ქალაქის ცათამბჯენები, ჯადოსნური მეჩეთები და ტაძრები, უმშვენიერეს სანაპირო ზოლთან ერთად, საკმარისია იმისათვის, რომ აცდუნოს ყველაზე პრეტენზიული ტურისტიც კი. და თუ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, მაშინ გამოსცადეთ აზიაში სახელგანთქმული მალაიზიის კულინარიული შესაძლებლობები.

No comments:
Post a Comment