Thursday, June 7, 2012

გამოყენებული ლიტერატურა:


  1. http://www.jstor.org/action/doBasicSearch?Query=great+britan&acc=on&wc=on
  2. https://www.google.ge/search?hl=ka&q=%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&bav=on.2,or.r_gc.r_pw.,cf.osb&biw=1280&bih=850&um=1&ie=UTF-8&tbm=isch&source=og&sa=N&tab=wi&ei=vGLQT6SxD4zjtQa1r_z0DQ
  3. https://www.google.ge/search?um=1&hl=ka&biw=1280&bih=850&tbm=isch&sa=1&q=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%5C&oq=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%5C&aq=f&aqi=&aql=&gs_l=img.3...13399.16966.0.16966.0.0.0.0.0.0.0.0..0.0...0.0.KYZpayVxsKU
  4. https://www.google.ge/search?um=1&hl=ka&biw=1280&bih=850&tbm=isch&sa=1&q=%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90&oq=%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90&aq=f&aqi=&aql=&gs_l=img.3...12459.14267.0.14554.0.0.0.0.0.0.0.0..0.0...0.0.fVgMM8I_Fic
  5. http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98
  6. http://education.ge/index.php?do=definition/view&id=944

Review

დიდი ბრიტანეთიდან თურქეთამდე


View Larger Map

პრეზენტაცია

ტურისტული ობიექტები

Saturday, June 2, 2012

მექსიკა

    ბრწყინვალე პლაჟები და ტურისტები, სასიამოვნო ჰავა, მრავალფეროვანი ბუნების ობიექტები: ვულკანები, უდაბნოები, ფლორის და ფაუნის მრავალფეროვნება, პირამიდები, უძველესი ისტორია და კულტურა - ეს ყველაფერი ძლიერ იზიდავს ტურისტებს.









   ტურისტებში პოპულარულია პარკი ალამედა და აგრეთვე მის გვერდით მდებარე ბრწყინვალე ხელოვნების სასახლე, სადაც შეგვიძლია გავეცნოთ მექსიკური კულტურის საუკეთესო ნიმუშებს.

მალაიზია

     მალაიზია, რომელმაც 2007 წელს დამოუკიდებლობის 50 წლისთავი აღნიშნა, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ტურიზმის ერთერთ ამომავალ ვარსკვლავს წარმოადგენს, ეს არის ერი, რომელიც ესწრაფვის მომავალს, მაგრამ ამავდროულად არ კარგავს თავის წარსულს.









ტროპიკული კუნძულის კურორტებსა და უსასრულო, თეთრ, ქვიშიან სანაპიროებს სამოთხის ელფერი გასდევთ, მაშინ როდესაც თბილი, მარჯნისფერი ზღვის ქვეშ საუკეთესო ადგილები მოგელით დაივინგისათვის. ორანგუტანგები, მსოფლიოში უძველესი ტროპიკული ტყე, ქალაქის ცათამბჯენები, ჯადოსნური მეჩეთები და ტაძრები, უმშვენიერეს სანაპირო ზოლთან ერთად, საკმარისია იმისათვის, რომ აცდუნოს ყველაზე პრეტენზიული ტურისტიც კი. და თუ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, მაშინ გამოსცადეთ აზიაში სახელგანთქმული მალაიზიის კულინარიული შესაძლებლობები.

გერმანია

      მართალია, ტურისტული თვალსაზრისით ევროპის დიდ ოთხეულთან შედარებით (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო) გერმანია მსხვილი ევროპული ქვეყანა არ არის, მაგრამ ეკონომიკის ეს დარგი ბოლო პერიოდში სწრაფი ტემპით ვითარდება. ქვეყანაში ყოველწლიურად ჩამოდის 20-22 მლნ ტურისტი, ძირითადად ნიდერლანდებიდან, აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, შვეიცარიიდან და იტალიიდან. 





 უმნიშვნელოვანისი ტურისტული ადგილებია: ბერლინი, მიუნხენი, კელნი, ბალტიის ზღვის სანაპირო, ჰამბურგი.


თურქეთი

     თურქეთში ტურიზმი დამყარებულია ძირითადად ისტორიულ ადგილებზე, ზღვისპირა კურორტებზე ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების სანაპიროებზე. 2010 წელს თურქეთს 27 მილიონზე მეტი ტურისტი ჰყავდა.
     სტამბული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის.
    ის არის ყველაზე დიდი ქალაქი და საკმაოდ დიდი ისტორია აქვს.








  აქ არის სულთან აჰმედის მეჩეთი (ლურჯი მეჩეთი), აია სოფია, ტოპკაპის სასახლე, გალატას კოშკი და ა.შ. სტამბულში ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი Istanbul Cevahir Mall, რომელიც მსოფლიოს 7 უდიდეს სავაჭრო ცენტრს შორისაა.

გაერთიანებული სამეფო

      მრავალფეროვანი ლანდშაფტი, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები და ულტრათანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამო, ბრიტანეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული რეგიონია.
      ყოველწლიურად აქ 28-30 მილიონი ადამიანი ჩამოდის. ბოლო წლებში ტურისტული ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი დარგია.





           უდიდესი ტურისტული ცენტრებია ლონდონი, სტრატფორდი, უინძორი, ედინბურგი და ა.შ


იტალია

    ტურისტული ინდუსტრია ქვეყნის ერთერთი უმსხვილესი დარგია. ყოველწლიურად იტალიას 50 მილიონი უცხოელი სტუმრობს.
     ბუნებრივი პირობები (განსაკუთრებით კლიმატური პირობები და ალპები), ისტორიულ--არქიტექტურული მემკვიდრეობა და მოსახურების მაღალი დონე იტალიას საერთაშორისო ტურიზმის ერთერთ უმსხვილეს ცენტრად აქცევს.









         სპაგეტისა და ღვინის, კარნავალებისა და
  მაფიის, ყავის, მოდის და პიცის სამშობლო- აი როგორია ტურისტების იტალია







      

ესპანეთი

     ესპანეთის ტურიზმის ერთ-ერთი განვითარებული დარგია ტურიზმი.ტურისტების რაოდენობის მხრივ ის მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.
     ყოველწლიურად ამ ქვეყანას 52 ათასამდე ტურისტი სტუმრობს. მათი 85% ზგვისპირა კურორყებზე დასასვენებლად ჩადის. ევროპაში განხორციელებული ყოველი მესამე კრუიზი სწორედ ესპანეთში მოდის.
   




 ამ ქვეყნის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს ფლამენკო და კორიდა.
   























ჩინეთი

   2010 წლის მონაცემებით ამ ქვეყანას 55,7 მილიონი ტურისტი ეწვია. მან ამ მაჩვენებლით გაუსწრო ისეთ ქვეტნებს, როგორიცაა ესპანეთი და იტალია.
    იგი მსოფლიოს მესამე ყველაზე მონახულებადი ქვეყანაა.
 






     ტურისტებისთვის მიმზიდევლი ჩინეთი ასეთი :



აშშ

  ტურისტების რაოდენობით აშშ მეორე ადგილზეა. გასულ წელს აშშ-ში 55 მილიონი ტურისტი ჩავიდა.მათ უმეტესობას მზიანი ზღვის სანაპირო და ორლანდოს "დისნეივორლდი" იზიდავს.
   2011 წელს აშშ-ში ტურიზმის ეკონომიკურმა ეფექტმა 1,9 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ყოველდღიურად ამ ქვეყანაში უცხოელი და ადგილობრივი ტურისტების მიერ მხოლოდ მატარებლით გადაადგილებისთვის 2,2 მილიარდი დოლარი იხარჯება.




საფრანგეთი



საფრანგეთი განვითარებული ტურისტული ინდუსტრიის ქვეყანაა, მას წელიწადში დაახლოებით 60 მლნ. ადამიანი სტუმრობს. ძვირადღირებული კურორტებიისა და სასტუმროების (კანი, ნიცა, სენ -ტროპე) გვერდით ვხვდებით შედარებით დაბალფასიან ტურისტულ ზონებს. გარდა ხმელთაშუა ზღვის რეგიონისა, ტურიზმი განვითარებულია ატლანტის ოკეანის და ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, პროვანსში. 






საფრანგეთის ალპები მთელი წლის განმავლობაში იღებს ტურისტებს. სასტუმროს სერვისები უმაღლეს დონეზეა და ქვეყნისათვის დიდი მოგება მოაქვს.















ათი ყველაზე მონახულებადი ქვეყანა

        2010 წელს, მსოფლიო მასშტაბით 940 მილიონი საერთაშორისო ტურისტული ჩასვლა განხორცილედა, რაც წინა წელთან შედარებით 6.6%-ით მეტია. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა საერთაშორისო ტურისტების მიერ ათი ყველაზე მონახულებადი ქვეყანა:
  1. საფრანგეთი
  2. აშშ
  3. ჩინეთი
  4. ესპანეთი
  5. იტალია
  6. გაერთიანებული სამეფო
  7. თურქეთი
  8. გერმანია
  9. მალაიზია 
  10. მექსიკა          

                                            

    



Thursday, April 19, 2012

ტურიზმი




ტურიზმი — მოგზაურობა დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან ბიზნეს მიზნებით. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციატურისტებს შემდეგნაირად განმარტავს: „ხალხი, რომელიც ტოვებს თავის ჩვეულ გარემოს და მიემგზავრება სხვა ადგილას ერთ თანამიმდევრულ წელზე ნაკლები ხნით, დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან სხვა მიზნებით.“[1]
ტურიზმი პოპულარული, გლობალური საქმიანობა გახდა. 2010 წელს, მსოფლიო მასშტაბით 940 მილიონი საერთაშორისო ტურისტული ჩასვლა განხორციელდა, რაც 6.6%-იანი ზრდა იყო 2009 წელთან შედარებით. 2010 წელს, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $919 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (693 მლრდ ევრო), რაც წინა წელთან შედარებით 4.7%-იანი ზრდა იყო.[2] 2000-იანი წლების ბოლოს დატრიალებულმა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ტურიზმზე საგრძნობლად უარყოფითად იმოქმედა, დაღმასვლა დაიწყო 2008 წლის ივნისში და ამავე წელს საერთაშორისო ტურისტული ჩასვლების რიცხვმა 2&-ით იკლო.[3] ეს ნეგატიური ტენდენცია კიდევ უფრო ინტენსიური გახდა 2009 წელს, რადგან ბევრ ქვეყანაში იფეთქა H1N1 ვირუსმა, რასაც საერთაშორისო ტურისტული ჩასვლების 4%-იანი კლება მოჰყვა და მან 880 მილიონი შეადგინა, მიღბული შემოსავლები კი 6%-ით შემცირდა.
ტურიზმი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მრავალი ქვეყნისთვის, მაგალითად ისეთებისთვის, როგორებიცაა საფრანგეთიეგვიპტე,საბერძნეთილიბანიისრაელიგაერთიანებული სამეფოაშშესპანეთიიტალიატაილანდი და მრავალი კუნძულოვანი ერი, ისეთები, როგორებიცაა ბაჰამებიფიჯიმალდივებიფილიპინებისეიშელის კუნძულები. ეს უპირველესად განპირობებულია ფართო ინვესტიციებით სხვადასხვა საქმიანობაში, განსაკუთრებით მომსახურების დფეროში, რის შედეგადაც, მომსახურების ინდუსტრიაში დასაქმების შესაძლებლობა დიდწილად კავშირშია ტურიზმთან. სერვისის ეს ინდუსტრია მოიცავს სატრანსპორტო გადაზიდვების სერვისს, მაგალითად ავიაციას, საკრუიზო გემებს, ტაქსებს, გამასპინძლების სერვისს, როგორიცაა საცხოვრებელში დაბინავება (სასტუმრო და სხვადასხვა თავშესაფარი). ასევე ამ ინდუსტრიას მიეკუთვნება გასართობი ადგილები, ისეთები როგორებიცაა გასართობი პარკები, კაზინოები, სავაჭრო ცენტრები, მუსიკალური დაწესებულებები და თეატრები.

ტურიზმის ისტორია


     დასვენებისა და გართობის მიზნით გამგზავრება პირველად პოპულარული გახდა ძველ რომაელებს შორის, რომლებიც ძირითადად პირამიდების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ. შემდგომში მოგზაურობის ფორმები და გეოგრაფია ფართოვდება. უფრო მრავალფეროვანი ხდება ამ იოგზაურობის მიზნებიც: სანახაობრივი, სასწავლო, რელიგიური და სხვა. შენდება მოგზაურთა დროებით გასაჩერებელი სახლები, სასტუმროები, ქარვასლები, სტუმრის სახლები, ელიტარული ფენების წარმომადგენელთათვის საზაფხულო აგარაკები, რეზიდენციები.
    მოსახლეობის იმ შეძლებული ფენების წარმომადგენლებს, ვინც ცნობისმოყვარეობისათვის მოგზაურობდა უცხო ქვეყნებში, XVII საუკუნის მიწურულიდან ტურისტებს უწოდებდნენ. სამრეწველო რევოლუციის შემდეგ, XVIII-XIX საუკუნებში გამოგონებულ იქნა ორთქლმავალი და მატარებელი, რამაც არსებითი ზეგავლენა იქონია მოგზაურობის გააქტიურებაზე. პოპულარული ხდება მოდების მოყვარულთა გამგზავრება პარიზში, მუსიკის მოყვარულთა - იტალიაში, ხოლო ევროპის სხვადასხვა ქალაქებში სასწავლებლად გამგზავრებამ დიდი ტურის სახელი მიიღო. სწორედ ამ პერიოდში, 1841 წელს ინგლისელმა ყოფილმა სასულიერო პირმა ტომას კუკმა პირველად გაუწია ჯგუფის გამგზავრებას კომერციული მომსახურება. ორგანიზებული ჯგუფური ტური, რომელშიც შედიოდა 20 წუთიანი მგზავრობა რკინიგზით, ჩაის, ფუნთუშების და სასულე ორკესტრის თანხლებით. გზაში ექსკურსიამძღოლის ფუნქცია თავად კუკმავე იკისრა. ამ მოგზაურობაში მონაწილეობა მიიღო 570 ადაიანმა და თითოეულისთვის 1 შილინგად ფასობდა. კუკის ეს ქმედება ემსახურებოდა უფრო სოციალურ მიზნებს, ვიდრე კომერციულს. ის მიისწრაფოდა ამ ქმედებით ეჩვენებინა, რომ შეიძლება თავისუფალი დროის მიზანშეწონილად გამოყენება. მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი ორგანიზებული, კომერციული ტურიზმის პირველ ნაბიჯადაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში დღესაც არსებობს ეს ტურისტული ფირმა სახელწოდებით „ტომას კუკ ენდ სან“.
     XX საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ავტომობილის გამოგონება, თუმცა პირველ მსოფლიო ომამდე ტურისტთა ძირითადი ნაკადი მაინც სარკინიგზო და სანაოსნო ტრანსპორტით სარგებლობდა. 20-30-იან წლებში ჩნდება ტრანსპორტის კიდევ ერთი ეფექტური საშუალება - თვითმფრინავი, რაც აძლიერებს ტურისტულ აქტივობას.
     XX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება მასობრივი საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხანა. 1950 წელს, საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 25 მილიონს აღწევს,1970 წელს - 170 მილიონს, 1990 წელს - 400 მილიონს. ამჟამად თითიქმის ყველა ადამიანი მეტნაკლებად ჩაბმულია ტურისტულ საქმიანობაში. XX საუკუნის ბოლოს მთელ მსოფლიოში 4,5 მილიარდი ტურისტი მოგზაურობდა, მათ შორის 10% საერთაშორისო ტურისტები იყვნენ და ყოველწლიურად ხარჯავდნენ 100-150 მილიარდ აშშ დოლარს.
    ტურისტული მოგზაურობის გეოგრაფია გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. საერთაშორისო ტურისტების 2/3 ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს. შემდეგ ყველაზე პოპულარული რეგიონია ამერიკა, რომლის წილად მოდის ტურისტების 20%, აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის ქვეყნებზე მოდის 10%, აფრიკაზე 3%.